საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის (World Summit of Nobel Peace Laureates) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს დელეგაციასა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის წარმომადგენლებს შორის. მოგეხსენებათ, ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში გადაეცემათ პირებს, რომლებმაც საუკეთესო და განსაკუთრებულად დიდი სამუშაო შეასრულეს ხალხებს შორის ძმობის განსამტკიცებლად და მშვიდობის დასამყარებლად. შეხვედრაზე მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა