რელიგიის საკითხთა სააგენტო - ჰერეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში პარაკლისს დაესწრნენ

ჰერეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ეწვივნენ და დაესწრნენ პარაკლისს, რომელიც ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) გადაიხადა, - ამის შესახებ ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია ისტორიული ჰერეთის ქართველობის მთავარი რელიგიური სიწმინდე და სალოცავია. ამდენად, დელეგაციის წევრებისთვის გიორგობის დღესასწაულის, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღის აქ შეხვედრას სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საპატრიარქოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში, გივი მეტრეველი და რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია.

დღესვე დელეგაცია თბილისში გამოემგზავრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს