პაატა მანჯგალაძე - ახლა თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ორ წელს დავხარჯავთ „ქართული ოცნების“ ლანძღვა-გინებაში და ქვეყანა დაკარგავს შესაძლებლობებს

ახლა ეს ორი წელიც თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ორ წელს დავხარჯავთ „ქართული ოცნების“ ლანძღვა-გინებაში და ქვეყანა დაკარგავს შესაძლებლობებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ გვინდა, რომ დრო არ დაიკარგოს „ხელისუფლებასთან ჭიდაობაში“, ჯობია არჩევნები ჩატარდეს.

„ახლა ისტორიულ გზაგასაყარზეა საქართველო და ნებისმიერი თემა, რასაც არ უნდა შევეხოთ, მიგვიყვანს იქამდე, რომ „ქართული ოცნება“ არის პრობლემის სათავე. დავიწყებთ საუბარს მართლმსაჯულების რეფორმაზე, ყველა დარწმუნებულია, რომ თუ არ იქნება ტოტალური ზეწოლა, ამ ბერკეტს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ. სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხია და ვიცით, რომ თუ არ იქნება ზეწოლა, ისინი ამას არ დათმობენ. მივდივართ იქამდე, რომ პრობლემის სათავე არის ხელისუფლება და თუ გვინდა, რომ დრო არ დავკარგოთ ასეთ ჭიდაობაში, ჯობია არჩევნები ჩატარდეს. მით უმეტეს ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ თუ გავაშიშვლებთ, დავინახავთ „პოლიტიკურ ჩონჩხს, რომელიც გარდაიცვალა წლების წინ“.

„ნახეთ, რას ეფუძნება „ქართული ოცნება“: პიჯაკივით აცვია სისხლიანი რეჟიმის თემა. ხალხს ტვინს ურეცხავენ, მუდმივად არ ავიწყებენ ამ თემას და წარმოიდგინეთ შარვალი იყოს ომის დაწყება და ომი უნდა ოპოზიციას. ეს ორი თემატიკა რომ გავაშიშვლოთ, ამით სულდგმულობს „ქართული ოცნება“, რა დარჩება? გვამს კი არ დავინახავთ, დავინახავთ პოლიტიკურ ჩონჩხს „ქართული ოცნების“, რომელიც გარდაიცვალა წლების წინ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა