მესტიაში დიალიზის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია

დაბა მესტიაში დიალიზის თერაპია უკვე ხელმისაწვდომია - ბენეფიციარები, რომლებსაც ამ სერვისის მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა ან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უწევდათ, მომსახურებას ადგილზე მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიალიზის თერაპიისთვის, სრულად არის აღჭურვილი მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო. ბენეფიციარებს, პირველ ეტაპზე, რუხის კლინიკის ექიმები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი, მათ სამინისტროს მიერ სპეციალურად გადამზადებული კადრები ჩაანაცვლებენ.

„ ახალი სერვისის დანერგვასთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალურ საავადმყოფოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, დიალიზის თერაპია თიანეთში, ყაზბეგში, ამბროლაურსა და სხვა მუნიციპალიტეტებში იქნება ხელმისაწვდომი.

მესტიაში, ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე.

ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს