ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია გაიმართა

ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა ინოვაციების აუცილებლობაზე მსოფლიოსა და საფრანგეთისთვის უპრეცედენტო გამოწვევების დროს და თქვა, რომ მისი მეორე ვადა იქნება „ახალი“ და არა უბრალოდ პირველის გაგრძელება.

“ჩვენ ერთად უნდა გამოვიგონოთ ახალი მეთოდი, ტრადიციებისა და რუტინისგან განსხვავებული, რომლითაც შევძლებთ შევქმნათ ახალი პროდუქტიული, სოციალური და ეკოლოგიური კონტრაქტი”, - აღნიშნა მაკრონმა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეზე, რასაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა ქმნის, ასევე გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთმა უნდა „იმოქმედოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს“ ამ კონფლიქტში რაიმე სახის ესკალაცია და პირობა დადო, რომ „ხელს შეუწყობს დემოკრატიისა და სიმამაცის“ გამარჯვებას.

ინაუგურაციის ცერემონიალს 500-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტები : ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი, ყოფილი პრემიერ-მინისტრები : ედუარდ ფილიპი, მანუელ ვალსი, ალენ ჟუპე და ჟან-პიერ რაფარინი, ასევე რელიგიური ლიდერები და სხვა სახელმწიფო მოღვაწეები.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს