თბილისის საკრებულოში ქართული პოეზიის დღესთან დაკავშირებით, ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით, ქართული პოეზიის დღის აღსანიშნავად, პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ტარიელ ხარხელაურმა ღონისძიების ორგანიზატორებს მისი შემოქმედების დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გამორჩეული დღეა ჩემთვის. აქ შეიკრიბა ხალხი, ვინც სიყვარულით მავსებს. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე. რომ არა თქვენ, ტარიელ ხარხელაური არ იქნებოდა. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს ამ საღამოს ორგანიზებისთვის“, - განაცხადა ტარიელ ხარხელაურმა.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თინათინ ნიბლოშვილი და მოწვეული სტუმრები.

გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის საკრებულოსთვის დიდი პატივია ქართული პოეზიის დღის აღნიშვნა ისეთი პოეტის საღამოთი, როგორიც ტარიელ ხარხელაურია.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს აქ, საკრებულოს ისტორიულ დარბაზში აღვნიშნეთ ქართული პოეზიის დღე. საქართველო უძველესი და უდიდესი ლიტერატურული ტრადიციების ქვეყანაა. განსაკუთრებით გამორჩეული კი ქართული პოეზიაა, დაწყებული ფოლკლორული ლექსებით და ბალადებით, დამთავრებული კლასიკური პოეზიის უბადლო ნიმუშებით.

გენიალურ ქართველ პოეტებს შორის გამოირჩევიან ის შემოქმედები, რომელთა შთაგონების წყარო მთის ულამაზესი ბუნება, ათასწლოვანი ტრადიციები და ისტორიაა. ასეთი პოეტია ბატონი ტარიელ ხარხელაური. მისი შემოქმედება საქართველოს მთების, მისი ამაყი შვილების სიყვარულითაა განმსჭვალული“, - განაცხადა ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, დედაქალაქში პირველად ჩატარდა ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო და სასიხარულოა, რომ ამ საღამოს თბილისის საკრებულომ უმასპინძლა.

„ქართული პოეზიის დღე თბილისის საკრებულოში პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამოთი აღინიშნა. მოხარულები ვართ, რომ სწორედ თბილისის საკრებულომ უმასპინძლა ამ ღონისძიებას. დედაქალაქში პირველად ჩატარდა ბატონი ტარიელის შემოქმედებითი საღამო.

7 მაისი - ქართული პოეზიის დღე დაახლოებით 100 წლის წინ „ცისფერყანწელებმა“ დააარსეს და მათი გზის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს ეს საღამო“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

„შემოქმედებით საღამოზე პოეტებმა და მწერლებმა ტარიელ ხარხელაურის ლექსები წაიკითხეს და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა პოეტ ტარიელ ხარხელაურს საკრებულოს სახელით მადლობის სიგელი გადასცეს. პოეტმა მისი შემოქმედებითი საღამოს ბანერზე სამახსოვრო ავტოგრაფი დატოვა.

ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამოს სპონსორები იყვნენ ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია’’, შპს ,,ლაქტალის ჯორჯია’’, შპს ,,სანტე ჯმთ პროდუქტები’’ და სააქციო საზოგადოება ,,ბაგრატიონი 1882’’, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს