პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობენ და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ 9 მაისი არის არა გამარჯვების, არამედ რუსეთის სირცხვილის დღე. აქციაში როგორც ქართველები, ასევე უკრაინელები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეებმა უკრაინის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს, წარწერით "დიდება უკრაინას", "რუსეთი კლავს".

აქციის მონაწილეებმა ასევე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციაზე უკრაინის მხარდამჭერი სიმღერა შესრულდა და გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

"8 მაისი არის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ათწლეულების განმავლობაში ცივილიზებული, თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში აღმოჩნდა, რომ ნაციზმი რუსეთის სახით ბოლომდე დამარცხებული არ არის, მან მიიღო რაშიზმის, იმ ბოროტების მანქანის სახე, რომელსაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ და რაც მარცხდება. 9 მაისს, პუტინის მიერ დაანონსებული ზეიმი უკვე არ შემდგარა იმიტომ, რომ უკრაინის სიმამაცის, ბრძოლისუნარიანობისა და დასავლეთის მხარდაჭერის გამო, ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. ამიტომ, ჩვენ დღეს უკრაინელებთან ერთად უნდა ვიდგეთ და ვთქვათ, რომ ამ რაშიზმის დამარცხების იდეაში ჩვენ ერთად ვართ", - განაცხადა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

აქციის ორგანიზატორები არიან: ომიდან ჩამოსული უკრაინელები, ორგანიზაცია „სვიტანოკი“, „დროა“, „დემოკრატიის მცველები“.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა