პარლამენტთან აქცია "9 მაისი რუსეთის სირცხვილის დღე" დასრულდა

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია, სახელწოდებით, "9 მაისი რუსეთის სირცხვილის დღე" დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა უკრაინის მხარდამჭერი ბანერები და პლაკატები გაშალეს და რუსეთის აგრესია დაგმეს. აქციის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიას დაამარცხებს და უკრაინა გაიმარჯვებს.

დღევანდელ აქციაზე ე.წ ფლეშმობის სახით რამდენჯერმე შესრულდა უკრაინის მხარდამჭერი სიმღერები, ასევე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებძროლების ფოტოსურათები მიიტანეს და მათ ხსოვნას ყვავილების თაიგულით მიაგეს პატივი.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ: ომიდან ჩამოსული უკრაინელები, ორგანიზაცია „სვიტანოკი“, „დროა“, „დემოკრატიის მცველები“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა