ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვებული ალან გაგლოევი - მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს ნდობისთვის - ჩვენ შევქმნით ახალ გუნდს

სიამაყის გრძნობა მაქვს იმის გამო, რომ ხალხმა გამოხატა თავისი აზრი და ანატოლი ილიჩმა აღიარა არჩევნების შედეგები. მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს მხარდაჭერისა და ნდობისთვის, - ამის შესახებ ალან გაგლოევმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ლიდერობს.

„ჩვენ შევქმნით ახალ გუნდს“, - აღნიშნა გაგლოევმა.

ცნობისათვის, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების 85%-ზე მეტი და ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ხმების 53.67%-ით ალან გაგლოევი ლიდერობს, ე.წ. „მოქმედ პრეზიდენტს“, ანატოლი ბიბილოვს კი „ამომრჩევლების“ 41.3%-მა დაუჭირა მხარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა