ომბუდსმენის წარმომადგენელი - მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, როგორც მან თქვა, არ ყოფილა არანაირი მცდელობა მისი კლინიკაში გადაყვანის

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, ქეთევან ხვედელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, ამასთან, გუშინ მისი კლინიკაში გადაყვანის მცდელობა არ ყოფილა.

როგორც მან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა საკანში შედგა.

მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში იმყოფება. შევხვდით, ვისაუბრეთ. დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მოგვიანებით გაკეთდება კომენტარი სახალხო დამცველის მხრიდან. მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის. როგორც მან თქვა არ ყოფილა არანაირი მცდელობა [გადაყვანის]. როგორც თავად მითხრა, თავს გრძნობს სუსტად, სამედიცინო დიაგნოზი არ გაუმხელია. დასკვნა არსებობს ექიმების და იგივეს ადასტურებს სააკაშვილი“,- აღნიშნავს ომბუდსმენის წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, გუშინ, მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დატოვა, რომელმაც შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანა, ერთ-ერთ დაწესებულებად კი რესპუბლიკური საავადმყოფო სახელდებოდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურში არ დაადასტურეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი რუსთავის მე-12 ციხეში მას შემდეგ შევიდა, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს