გოგიტა თოდრაძე „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე მეორე ვადით დანიშნა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გოგიტა თოდრაძე „საქსტატის“ საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა, რომლის შემდეგაც შერჩეული კანდიდატურები შესათანხმებლად საქართველოს პარლამენტში გაიგზავნა.

„საქსტატის“ საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა თოდრაძის კანდიდატურა 80 ხმით (1 - წინააღმდეგი) დაამტკიცა. მიმდინარე წლის 3 მაისს გამართულ სხდომაზე, „საქსტატის“ საბჭომ ის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია და საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგინა.

გოგიტა თოდრაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის (სტატისტიკის), ასევე სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 2006 წლიდან ის ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს.

მას „საქსტატში“ მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2002 წლიდან მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2010-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2018 წლებში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

გოგიტა თოდრაძე 2017 წლის ნოემბრიდან არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ბიზნეს სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ხოლო 2019 წლის მაისიდან, გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი.

2018 წელს აირჩიეს გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად, ხოლო 2020 წლის აგვისტოდან სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ.

2009 წლიდან ის ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა