პაატა მანჯგალაძე - ის, რაც წილოსანმა თქვა, არ არის მხოლოდ მისი აზრი, ეს არის კოლექტიური „ქართული ოცნების“ აზრი, რომელიც ჩამოყალიბდა, როგორც ეროვნული სირცხვილის პარტია

ის, რაც წილოსანმა თქვა, არ არის მხოლოდ მისი აზრი, ეს არის კოლექტიური „ქართული ოცნების“ აზრი, რომელიც ჩამოყალიბდა, როგორც ეროვნული სირცხვილის პარტია, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე, უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთისგან „თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას, ნამდვილად არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა“.

მისივე თქმით, მხოლოდ ერთი დეპუტატი რომ ფიქრობდეს ამგვარად, ეს დიდი პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა, ამას ყოველდღიურად ირიბად აჟღერებენ სხვებიც.

„ქართული ოცნება“ არ არის ქართული ოცნება, ის არის ეროვნული სირცხვილის პარტია სწორედ ამ ტიპის ნააზრევიდან გამომდინარე, რაც წილოსანმა თქვა. მათ ჰგონიათ, რომ უკრაინა უფრო მეტად მტერია საქართველოსი, ვიდრე რუსეთი. ამას აჟღერებენ ყოველდღიურად, პირდაპირ ვერ ბედავენ და აკეთებენ ამას ირიბად,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა IRI- ის მიერ უკრაინაში ჩატარებულ კვლევებს, რომლის თანახმად, საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით მეოთხე ადგილზე ასახელებენ და აღნიშნა, რომ უკრაინაში ეს აზრი შექმნა საქართველოში ჩატარებულმა „მრავალათასიანმა აქციებმა, ასევე იმ 3000- მა მებრძოლმა, რომელიც უკრაინაში იბრძვის და „არა იმან, რომ ღარიბაშვილი არ უერთდება სანქციებს“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან "თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას", ნამდვილად არ ახსენდება "ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა". "მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა", - განაცხადა წილოსანმა, როდესაც უპასუხა "დროებას" ჟურნალისტის კითხვას, თუ ახსენდება შემთხვევა, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პუტინის მისამართით გამოიყენეს სიტყვა - „ვიგინდარა“ ან „სამარცხვინო არსება?“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა