იაგო ხვიჩია - ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის ერთი საავადმყოფოდან მეორეში ტარებას, აზრი არ აქვს - გამოსავალი არის მტრობის დამთავრება

ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის ერთი საავადმყოფოდან მეორეში ტარებას, აზრი არ აქვს - გამოსავალი არის მტრობის დამთავრება, მტრობა დამთავრდება მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას" არ ექნება მტრის ხატი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ციხის ექიმები მიიჩნევენ, რომ სტაციონარშია გადასაყვანი, თუნდაც დროებით, თუმცა, ეს არ უნდა იყოს გორი და გლდანი.

მისივე თქმით, სამედიცინო სერვისების მიწოდება საქართველოშიც არის შესაძლებელი, თუმცა, საზღვარგარეთ გადაყვანა მის გათავისუფლებას მოიაზრებს, რაც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

„საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც" უნდა მივიდეს იმ გამოსავლამდე, რომელსაც კარგა ხანია ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა. სააკაშვილი გაათავისუფლონ ყველაფრის გარეშე ძალიან გაუგებარი და აუხსნელია "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის იქნება აუხსნელი, რატომ აკეთებს ამას, თუ მტრობას არ ამთავრებს,"- აცხადებს ხვიჩია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა