შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული რიგი მომსახურების საფასური იზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული რიგი მომსახურების საფასური ძვირდება. ამასთან, იგეგმება მომსახურების ახალი საფასურების შემოღებაც.

ამ ყველაფერს შესაბამისს კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტოს ბიუროს ინიცირებისთვის უახოესს ხდომაზე წარედგინება.

პროექტით, მომსახურების საფასურის განაკვეთებთან დაკავშირებით შემდეგი ცვლილებები იგეგმება:

ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 50 ლარი (ამჟამად - 30 ლარია);

იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 20 ლარი (ამჟამად - 10 ლარია);

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა - გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა −30 ლარი (ამჟამად - 20 ლარია);

პირის უგზო - უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი (ამჟამად - 20 ლარია);

მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი − 30 ლარი (ამჟამად - 20 ლარია);

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი (ამჟამად - 20 ლარია);

სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 30 ლარი (ამჟამად - 20 ლარია);

ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 30 ლარი (ამჟამად - 20 ლარია);

ამასთან, შემოდის შემდეგ მომსახურება შემდეგი საფასურებით: - სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 40 ლარი; ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი;

დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 60 ლარი;

დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 60 ლარი;

კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისათვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა –50 ლარი;

ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა რეექსპორტისას) − 30 ლარი;

ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა - 20 ლარი;

პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა - 20 ლარი;

უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა - 20 ლარი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს