სი ძინპინი ოლაფ შოლცს - უკრაინის კონფლიქტის გამწვავებისა და გაფართოების თავიდან ასაცილებლად ყველა ძალისხმევა უნდა განხორციელდეს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ ყველა ძალისხმევა უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ უკრაინის კონფლიქტი „უმართავ სიტუაციაში“ არ გადაიზარდოს.

მედიის ინფორმაციით, ორმა ლიდერმა დიალოგი ვიდეოზარის საშუალებით გამართა.

„ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული, რათა თავიდან ავიცილოთ უკრაინის კონფლიქტის გამწვავება და გაფართოება, რამაც შეიძლება უმართავი ვითარება გამოიწვიოს“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სი ძინპინმა ოლაფ შოლცი „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივაში“ მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა