ირაკლი ალადაშვილი - რუსეთში აღლუმზე სიახლე არ გამოჩენილა, საჰაერო კომპონენტი არ შედგა, შესაძლოა, დივერსიის გარკვეული შიში იყო - პუტინს და შოიგუსაც სახეზე დიდი სიხარული არ ეტყობოდათ

რუსეთის თავდაცვის მინისტრს და რუსეთის პრეზიდენტს სახეზე დიდი სიხარული არ ეტყობოდათ - განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საჰაერო კომპონენტი არ შედგა, შესაძლოა, საჰაერო დივერსიის გარკვეული შიში იყო , - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სადაც მან რუსეთში, წითელ მოედანზე 9 მაისთან დაკავშირებით გამართული აღლუმი შეაფასა.

როგორც ალადაშვილი განმარტავს, ტექნიკა წინა წლებისგან განსხვავებით არ იყო გამორჩეული.

„ტექნიკა წინა წლებისგან განსხვავებით არ იყო გამორჩეული, რაიმე სიახლე აქ არ გამოჩენილა. რა შეიარაღებაც აქვთ, ის საშუალება გამოიყვანეს, ერთი-ორი ახალი ჯავშანტრანსპორტიორი იყო, რომელიც დღემდე ვერ მიიღეს შეიარაღებაში, თუმცა ბოლო აღლუმებზე მუდმივად აჩვენებდნენ. ბევრად მოკრძალებული იყო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საჰაერო კომპონენტი არ შედგა. მიზეზად პესკოვმა განაცხადა, რომ ამინდმა არ შეუწყოთ ხელი, ამინდის გამო არ შედგა. სხვა დროსაც ყოფილა ცუდი ამინდი აღლუმის დროს, მაგრამ სპეციალური ზომები მიუღიათ, თვითმფრინავებიდან ხდება სპეციალური ქიმიური რეაგენტების გაბნევა, რომ წვიმა აღლუმამდე გამოეწვიათ. ეს პრობლემას არასდროს წარმოადგენდა. 77-მა თვითმფრინავმა და შვეულმფრენმა გენერალური რეპეტიცია მანამდე გაიარეს მოსკოვის მთაზე.

გამოვთქვამ ვარაუდს, რომ შესაძლოა, საჰაერო დივერსიის გარკვეული შიში იყო. ომში ჩართული რუსეთის ხელისუფლება შესაძლოა, მოერიდა. შესაძლოა, უსაფრთხოების სამსახურმა ჩათვალა, რომ საფრთხე იყო, 77 თვითმფრინავი და შვეულმფრენი რომ გადაიფრენდა, რაიმე არ მომხდარიყო. ამას ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ეს არის ჩემი ვარაუდი“,- აღნიშნა ალადაშვილმა.

მან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბრძოლები და დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზეც არის გადასული.

“ეს ბრძოლები და დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზეც არის გადასული. უკრაინის საზღვრებს გარშემო, ეს არის რუსეთის საზღვრისპირა ოლქები, იქაც ხდება აფეთქებები. ფაქტია, რომ ომი არამარტო უკრაინის დანგრევას იწვევს, ის გადავა რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთის თავდაცვის მინისტრს და რუსეთის პრეზიდენტსაც არ ეტყობოდათ სახეზე დიდი სიხარული“,- აღნიშნავს ალადაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა