„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ავსტრიაში გამართულ ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, არნოლდ სტეფანიანმა ავსტრიაში, გამართულ ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა ეთნიკურ უმცირესობათა თემებს და ამ კუთხით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

ფორუმზე, არნოლდ სტეფანიანმა საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე იმ რეალობის შესახებ ისაუბრა, რომელსაც აგრესორი სახელმწიფო ფორმალურად იყენებს, საკუთარი მიზნების მისაღწევად სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

„კონკრეტულად კი, ერთის მხრივ უმცირესობათა უფლებების დაცვის მანიპულირებით ზრდის უსაფრთხოების რისკებს, ხოლო მეორეს მხრივ გადაულახავ ბარიერებს უქმნის აღნიშნული უფლებების სრულფასოვან რეალიზებას.

ფორუმს ესწრებოდნენ ეუთოს უმაღლესი კომისარი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში კაირატ აბდრახმანოვი, ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალური მდივანი პეტერ ლანსკი-ტიფფენტალი, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ადამიანის უფლებათა საკითხებში ილზე ბრენდს კერისი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში ფერნანდ დე ვერენი, ასევე როგორც მასპინძელი ქვეყნის - ავსტრიის, ისე ევროპულ სახელმწიფოთა ოფიციალური პირები ადამიანის უფლებათა თუ ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში.

ფორუმზე, დისკუსიებისას წამოჭრილი საკითხები და გამოთქმული რეკომენდაციები გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ, საბოლოოდ აისახება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე 2023 წლის მარტში, სპეციალური მომხსენებლის თემატურ ნაშრომში უმცირესობათა შესახებ. ამასთანავე, აღნიშნული დისკუსიები გახდება საფუძველი რეგიონული ფორუმის მეთხუთმეტე სესიაზე უმცირესობათა შესახებ განხილვებისა, რომელიც მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს, ჟენევაში გაიმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო