ანონსი 10 მაისი

10 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (Cკორპუსი, III სართული)

10 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველოს მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და ძირითად სამოქმედო ნაბიჯებზე იმსჯელებენ კონფერენციაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზ. N29

საკონტაქტო: 595356468, 577152166

10 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

10 მაისს, 11:00 საათზე, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განცხადებას გააკეთებენ, საკითხი შეეხება უჩა მამაცაშვილის სარჩელს ანტიკორუფციული მოძრაობის, ლაშა ფარულავასა და ვასო ურუშაძის წინააღმდეგ.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64

საკონტაქტო პირი: ლაშა ფარულავა T 577 148 118; ვასო ურუშაძე T 599 024 021

10 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენცია გაიმართება, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრება.

10 მაისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

10 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონფლიქტოლოგის, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის ზაზა ცოტნიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ე.წ. ხელისუფლების ცვლილება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში: რამ განაპირობა და რას ნიშნავს ალან გაგლოევის გამარჯვება.

მოსალოდნელია, თუ არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში კონფლიქტოლოგის, „კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის, ზურაბ ბენდიანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ე.წ. ხელისუფლების ცვლილება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში: რამ განაპირობა და რას ნიშნავს ალან გაგლოევის გამარჯვება.

მოსალოდნელია, თუ არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება."

მის: თბილისი, კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 მაისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

10 მაისს, 13:00 საათზე, კინოცენტრის საექსპერტო კომისიის გათავისუფლებული წევრები, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორ ნინო დოლიძესთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: “რეპრესიების მორიგი ტალღა კინოცენტრში”.

მის: თაბუკაშვილის 5, ISFED-ის ოფისი.

საკონტაქტო პირი: მარიამ მაღულარია, 595 51 94 51

10 მაისს, 13:00 საათზე, საჯარო დისკუსია თემაზე - უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაიმართება. დისკუსიას დაესწრებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართელო (TI) დემოკრატიული ჩართულობობის ცენტრი (NCCE).

მის: ზუგდიდი, გამსახურდიას გამზირი N9

საკონტაქტო: თამარ ღვინიანიძე - 599367070

10 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეები სააუდიტორიო სწავლის დაწყებას აპროტესტებენ და სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებას მოითხოვენ.

10 მაისს 16.30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გიგა ბოკერია და გიორგი კანდელაკი ბრიფინგს გამართავენ.

თემა: შვეიცარიის ბანკში ბიძინა ივანიშვილის ტრანზაქცია

მის: ბარნოვის # 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

10 მაისს, 18:00 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია და წალენჯიხის ვიცე-მერი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“, თამარ ბელქანია სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდებიან და ისაუბრებენ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

მის: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფახულანი.

საკონტაქტო: თამარ ღვინიანიძე - 599367070

10 მაისს, 18:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, „გარდენ ჰოლში“ საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წლისთავთან მიძღვნილი პრეზენტაცია „ბაუჰაუზის მემკვიდრეობა და თელ-ავივის თეთრი ქალაქი“ გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰოლანდიის, იტალიის, თურქეთის ელჩები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, არქიტექტორები, დიზაინერები, სტუდენტები, ხელოვანები დაესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა