მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილმა უბრალოდ ექიმებს უნდა დაუჯეროს - ე.წ. პრობლემა, რეალურიც რომ იყოს, მარტივად გადაწყდება

რა ინფორმაციაც მაქვს და შეიძლება რაღაც დეტალებს არ ვიცნობდე, ამ ინფორმაციიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მან [მიხეილ სააკაშვილმა] უბრალოდ ექიმებს უნდა დაუჯეროს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „თუ მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებს, ეს ე.წ. პრობლემა, რეალურიც რომ იყოს, ძალიან მარტივად გადაწყდება“.

„ერთის მხრივ, „ომისა და ღალატის“ პარტია გვთავაზობს დღის წესრიგად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისი გადაჭრის უამრავ გზას იგონებს - საზღვარგარეთ მკურნალობა, დროებით სადღაც გადაყვანა-გადმოყვანა და ა.შ. გასაგებია, რომ არის შანტაჟი ამ პარტიის ლიდერის მხრიდან, რომ თუ არ იქნება ნომერ პირველი აქტუალური საკითხი, მაშინ დაფინანსება შეუწყდება და ა.შ.

დღეს უფრო გამძაფრებულია პიარ კამპანია მისი [სააკაშვილის] აქტუალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რადგან მისი გათავისუფლება დაკავშირებულია პირდაპირ ომთან. ყველა პიარ კამპანია ემსახურება გზას, რომელიც მიდის საქართველოს ჩათრევისკენ ომში. თუკი დღეს მიდის გაძლიერებული შეტევა ხელისუფლებაზე კონკრეტული საკითხების აქტუალიზაციის მიზნით, საბოლოოდ ეს ომში ჩათრევის მცდელობასთან მიდის. თუ რომელიმე მისი თანაპარტიელი მართლა ფიქრობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უბრალოდ უნდა ურჩიოს, რომ დაუჯეროს ექიმებს და მიიღოს ის, რისი მიღებაც შეუძლია და რაღაც ფეიკ კამპანიებით არ დადგას რაღაც შოუები. გუშინ ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი შოუ და ქართველი ხალხის და განსაკუთრებით მათი ამომრჩევლის შეურაცხყოფა, რომ თურმე საკანში უყურებდა სააკაშვილი როგორ გადაჰყავდათ ის საავადმყოფოში. წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და ცინიზმია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. მგონია, რომ ეს ხალხიც ნელნელა ხვდება როგორ ატყუებს მათ ეს პარტია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობა“ და აღნიშნა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის მიზანი „საქართველოს ომში ჩათრევა“ არის.

„წლების განმავლობაში მათი [ნაციონალური მოძრაობის] მთლიანი ნარატივი ტყუილზე არის აგებული. მათი ბუნებაა ასეთი - თავის დროზე იყვნენ ბოროტებაზე, ადამიანების ჩაგვრასა და ღირსების წართმევაზე, დღეს კი რაც შეუძლიათ, იმაზე არიან გადასული. ეს არის „ფეიკებით“ საკუთარი ქვეყნის მტრობა. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს მთავარი ოპოზიციური პარტიად წოდებული პარტია, რომლის მთავარი ნიშანი არის „ფეიკი“. მათ არხებზე გასული ყველა სიუჟეტი არის 99%-ით „ფეიკებზე“ აგებული და ამ ნარატივში შეყოლას არ ვაპირებთ, რადგან საბოლოო ჯამში მათ მიერ დაგეგმილი ყველა აქტივობა დაკავშირებულია ომში საქართველოს ჩათრევასთან“, - აღნიშნა მდინარაძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს