თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე რჩება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება.

ცერცვაძემ გაიხსენა რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ის თანამდებობის დატოვებას ფიქრობდა, რადგან „გულნატკენი და შეურაცხყოფილი იყო“. ცერცვაძის თქმით, აღნიშნული განცხადება ემოციური იყო.

„დიახ, ვრჩები - საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს დავრჩე. ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. თავიდან მეგონა, რომ მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგაა, აღმოჩნდა, რომ ეს საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილია. ის იმდენად მცირეა, რომ ეს განწყობები და შეფასებები ვერსად ვიგრძენი - ვერც სამსახურში და ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა ვიგრძენი. ამან მაფიქრებინა, რომ კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, არამედ ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს