კახა კალაძე - საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი - ქართველი ხალხი ევროპას  იმსახურებს

საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი - ვფიქრობ, ქართველი ხალხი ევროპას იმსახურებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ევროკომისიის კითხვარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2012 წლიდან, მართლაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მესმის, ეს ძალიან რთულია და შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ ბევრი კარგი ნაბიჯია გადადგმული, რეფორმების განსახორციელებლად მზად ვართ.

ვფიქრობ, ქართველი ხალხი ევროპას იმსახურებს. ეს ჩვენი მოსახლეობის არჩევანია. ისტორიულად ასე იყო, ჩვენ ყოველთვის ევროპის ნაწილი ვიყავით და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ევროპა თავისუფლებასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული, ევროპა მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტია“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირს, კითხვარის მეორე ნაწილი ოფიციალურად გადაეცემა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად შეავსო.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი