ვანო მაჭავარიანი - „ლენდ-ლიზი“ უკრაინისთვის სერიოზულ ფინანსურ-ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გულისხმობს - 9 მაისს პუტინის უღიმღამო სახე, დეპრესია ჩანდა, რადგან იცის, რომ ეს არის მისთვის ომის წაგების საწინდარი

პოლიტოლოგ ვანო მაჭავარიანის შეფასებით, „ლენდ-ლიზის“ კანონზე ხელის მოწერა უკრაინისთვის სერიოზულ ფინანსურ-ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გულისხმობს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, რეალურად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხვდება, რომ მისი ყველა ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდა და აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის უკრაინასთან ომის წაგების სერიოზული საწინდარია.

„ძალიან სიმბოლურია, რომ ზუსტად 9 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ლენდ-ლიზის“ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომელიც პირდაპირ არის მიბმული მეორე მსოფლიო ომის ისტორიასთან. ეს გადაწყვეტილება არც მაშინ იყო მარტივი. ბრიტანელებმა და ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბჭოთა კავშირისთვის უპრეცედენტო ფინანსური, სამხედრო-ეკონომიკური დახმარება გაეწიათ. 11 მილიარდამდე ავიდა ეს დახმარება, რომელიც დღევანდელი მილიარდებით თუ გავთვლით, ალბათ, 10-ჯერ მეტია. ამან ფაქტობრივად ომის ისტორია, ბედი და მიმართულება შეცვალა. ეს გულისხმობს იმას, რომ აშშ-ს შეუძლია გადასცეს უკრაინას ყველა სამხედრო ტექნიკა შეუზღუდავად, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, რაც ომში რუსეთის დამარცხებას ხელს შეუწყობს. რეალურად, სამხედრო ტექნიკა, ფინანსურ ეკონომიკური, ლოჯისტიკური დახმარება აშშ-ს ამ ომში აქტიურ მონაწილეს ხდის, როგორც მომარაგების, ისე საშტატო თუ სხვა მიმართულებით.

9 მაისს პუტინის უღიმღამო სახე, სერიოზული დეპრესია ჩანდა. როგორც ჩანდა, საზეიმო იქ არაფერი იყო, რაც მან ძალიან კარგად იცოდა. მან რეალურად იცის, რომ ეს არის მისთვის ომის წაგების სერიოზული საწინდარი და ამ მიმართულებით მიზნებს ცვლის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი შეფასებით, მთელი დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ რუსეთი თავისი პოლიტიკით ფაშიზმის მხარესაა, ხოლო უკრაინა ისტორიის სწორ მხარეს დგას. როგორც ვანო მაჭავარიანი აღნიშნავს, 9 მაისს ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო განეცხადებინა, რომ „მისია შესრულებულია“.

„პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ უკრაინასთან ომი დიდი ალბათობით წაგებული აქვს. რეალურად, პუტინი ცდილობს „სამხედრო ოპერაცია, რასაც ის უკრაინასთან ომს ეძახის, რაც არ უნდა შედეგით დასრულდეს, პროპაგანდისტული მანქანით წარმატებულად გამოაცხადოს. ხალხი, რომელიც ტვინგამორეცხილია რუსეთის პროპაგანდით, ზუსტად იმ სიმართლით ცხოვრობს, რომელსაც პუტინი და პუტინის ტელევიზია აწვდის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა, რითაც კანონი ოფიციალურად ძალაში შევიდა. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის აგრესიის ფონზე, პრეზიდენტ ბაიდენს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს