რომეო მიქაუტაძე - 200 მლნ დოლარის ღირებულების ენერგეტიკული პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებზე

ქვეყნის მასშტაბით 200 მლნ დოლარის ღირებულების რამდენიმე ენერგეტიკული პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პროექტები რამდენიმე ადგილზე განხორციელდება და მათი ჯამური ენერგეტიკული ღირებულება 150 მეგავატი იქნება.

“მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე პროექტია მოწონებული, მათ შორის, ქარის, ჰიდრო და მზის პროექტები. რამდენიმე ლოკაციაა, ერთ-ერთია გორის მიდამო, ასევე ქსანი და ასპინძა”,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

“200 მილიონი არის პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა - როგორც ადგილობრივი ინვესტიცია, ისე უცხოური. რა თქმა უნდა, აღნიშნული სიმძლავრეები შეემატება ჩვენს ენერგო სისტემას. ეს შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებზე და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია”,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა