თბილისის მერია - ყაზბეგის გამზირზე სკვერი სრულად რეაბილიტირდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ყაზბეგის გამზირზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, ლედ განათების სისტემა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა და გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება განხორციელდა.

„წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, სკვერში განთავსდა საპარკე სკამები წიგნის ვიზუალით. მოეწყო ორი „წიგნის ბუდე“, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთმანეთს რჩეული ლიტერატურა გაუზიაროს, ან წაიღოს წიგნი და მის ნაცვლად, სხვა წიგნი დატოვოს. გარდა ამისა, სკვერში არსებულ კედელზე აღბეჭდილია გამოჩენილი მწერლების ფრაზები.

რეაბილიტირებული სკვერი თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 258 818 ლარი დაიხარჯა“,- აღნიშნავენ მერიაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი