„საქართველოს ბანკსა“ და USAID-ს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ბანკსა“ და USAID-ს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელმოწერის ცერემონიალი USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან შედგა. პარტნიორობის ფარგლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, აგრო და მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესები 2 მთავარი მიმართულებით მიიღებენ მხარდაჭერას. ესენია: სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტზე გატანა და საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზაცია. პროექტის ფარგლებში USAID-ის ორივე პროგრამის კონტრიბუცია 300 000 ლარს შეადგენს.

როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო.

„მოხარულები ვართ, რომ „საქართველოს ბანკსა“ და USAID-ს შორის თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. 2021 წელს, ჩვენ უკვე წარმატებით განვახორციელეთ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთობლივი პროექტი, რომელიც 20-მდე SME კომპანიის ექსპორტზე გასვლის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო, რაც აღნიშნული კომპანიების შემდგომ განვითარებას მოხმარდა. ახალი პარტნიორობის ფარგლებში კი, გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ მეტ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს დავუჭიროთ მხარი ზრდაში, საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და საჭირო ფინანსებზე წვდომის მოპოვებაში. გვჯერა, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის გაძლიერებაში და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

როგორც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა აღნიშნა, პროგრამამ უკვე წარმატებით ითანამშრომლა გასულ წელს „საქართველოს ბანკთან“ მცირე და საშუალო საწარმოების პრაქტიკული დახმარების, მათი ბიზნესის განვითარებისა და ექსპორტის მიმართულებით.

„ მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, „საქართველოს ბანკთან“ ერთად წამოვიწყოთ ახალი ინიციატივები უკვე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ჩართულობითაც, და ვუზრუნველვყოთ BIZ-Link პროექტის გაფართოება ახალი მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებით, ასევე 200-მდე კომპანიისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ავტომატური აღრიცხვის სისტემებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით“, - აღნიშნა მარკ მაკკორდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა