ვაზისუბანში ევექსი კლინიკების ახალი პოლიკლინიკა გაიხსნა

,,ევექსი კლინიკებმა ისანი-სამგორის რაიონში ახალი პოლიკლინიკა გახსნა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით, აღჭურვილია ახალი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებით. საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკებისთვის ეს არის რიგით 34-ე სამედიცინო დაწესებულებაა, ხოლო თბილისში უკვე მერვე პოლიკლინიკა, ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის 36 ნომერში გაიხსნა. ადგილზე, მომხმარებლებს შესაძლებელობა აქვთ სრული ამბულატორიული მომსახურება მიღონ. რაც გულისხმობს, ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ ვაზისუბნის ევექსის პოლიკლინიკაში ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე 100%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ და ასევე, საჩუქრად მიიღონ 150 ლარიანი ვაუჩერი.

გარდა ამისა, კორპორატიული დაზღვევის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე მომსახურება მიიღონ და 25%­მდე ფასდაკლებით ისარგებლონ დაზღვევით დაუფარავ სერვისებზე.

ევექსი კლინიკები მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს, სწორედ ამიტომ უახლოეს პერიოდში ახალი პოლიკლინიკა უკვე სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე გაიხსნება.

,,ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ, სწორედ ამიტომ, ვაზისუბნის მოსახლეობის მოთხოვნა გავითვალისწინეთ და გავხსენით ახალი პოლიკლინიკა, რომელიც თავისი მასშტაბით ისანი სამგორის რაიონში ყველაზე დიდია. ის გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სამედიცინო აპარატურით და რაც მთავარია ექიმების გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმ-სპეციალისტებით. ზოგადად პირველადი ჯანდაცვა და მასზე ხელმისაწვდომობა არის ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ ამ სფეროს განვითარება“ - განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.

(R)

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა