ათეასა და სახელმწიფო პარტნიორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

სასტუმრო "ბილტმორში" საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენცია „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე ათეასა (ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმებს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გიორგი ტყემალაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ მოაწერეს.

მემორანდუმების თანახმად, მხარეები აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ თანხმდებიან. ამასთან, გაფორმებული მემორანდუმები ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური მექანიზმების გაუმჯობესებასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას, ეფექტიან საქმიანობას, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესის გაღრმავებას, ასევე მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში ადამიანური რესურსების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ამას გარდა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და სახელმწიფო პარტნიორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები გენდერული ბიუჯეტირების საკითხებსაც ითვალისწინებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო