კლინიკა „ვივამედის” დირექტორი - მე არ ვიცი სააკაშვილის მდგომარეობა დეტალურად, ზოგადად ყველა სახის კვლევისთვის, რაც ესაჭიროება ამ ტიპის პაციენტებს, ჩვენს კლინიკაში შესაბამისი პირობებია

კლინიკა “ვივამედის” დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მისთვის უცნობია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ზოგადად, ყველა სახის კვლევისთვის, რაც ამ ტიპის პაციენტს სჭირდება, კლინიკა “ვივამედში” შესაბამისი პირობები არსებობს. აღნიშნულის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

როგორც მან განმარტა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით კლინიკას არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება კლინიკის მზადყოფნას, თავისთავად კლინიკა 24 საათის განმავლობაში გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერი პაციენტის მისაღებად. მე არ ვიცი მისი მდგომარეობა დეტალურად, ზოგადად ყველა სახის კვლევისთვის, რაც ესაჭიროება ამ ტიპის პაციენტებს, ჩვენს კლინიკაში შესაბამისი პირობები არსებობს”,- განაცხადა ზურა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა