„კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე მიიჩნევს, რომ კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრების გათავისუფლება, დიდი უსამართლობაა

„კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე მიიჩნევს, რომ კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრების გათავისუფლება, რომლებიც მის მიერ იყვნენ შერჩეული საკუთარი პროფესიული ნიშნით, ძალიან დიდი უსამართლობაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

„უპრეცედენტო რამ მოხდა ეროვნული კინოცენტრის ისტორიაში და ძალიან უსამართლო, როდესაც საექსპერტო კომისიის წევრების ერთი შემადგენლობა მოხსნეს კონკურსიდან და მეორე დანიშნეს. სრულიად გაუგებარია რა მიზეზით მოხდა ეს იმიტომ, რომ ეს კომისია ჩემ მიერ იყო დაკომპლექტებული. პირველ ყოვლისა, მათი პროფესიონალიზმის ნიშნით. შესაძლოა, სწორედ იმიტომ გაუქმდა ეს კომისია, რომ ჩემ მიერ იყო დაკომპლექტებული, თუმცა ამ ხალხმა 2 თვე იმუშავა, წაიკითხა ყველა პროექტი, გაეცნო დამატებით დოკუმენტაციას და ძალიან დიდი უსამართლობაა პროფესიონალი ხალხის, რეჟისორების, მსახიობების თუ კინომცოდნეების კომისიიდან ასე გაშვება", - განაცხადა გაგა ჩხეიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამა წლის 14 მარტს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. პარალელურად კი ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრის ახალმა დირექტორმა, ცვლილება შეიტანა ბრძანებაში, რომლითაც სრულად შეიცვალა საექსპერტო კომისიის შემადგენლობა, რომელსაც კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის-პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების გამარჯვებულები უნდა გამოევლინა. საექსპერტო კომისიის შემადგენლობა სწორედ კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის ბრძანების საფუძველზე იყო შერჩეული. როგორც კინოცენტრის საექსპერტო კომისიის გათავისუფლებული წევრები აღნიშნავენ, ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ, საექსპერტო კომისიასთან კომუნიკაცია არ შემდგარა და კომისიამ წერილობით მიმართა ახალ დირექტორს, კარლო სიხარულიძეს გასაუბრების თარიღი დაენიშნა. მათივე განმარტებით, პასუხად მიიღეს შეტყობინება, რომ კომისიის შემადგენლობა სრულად განახლდა და ახალმა კომისიამ დაიწყო მუშაობა. გათავისუფლებული წევრები სამართლებრივ დავას იწყებენ. ისინი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, კუთვნილ ანაზღაურებას და პატივისა და ღირსების შესაძლო შელახვისთვის კომპენსაციას ითხოვენ. მათ ინტერესებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" იცავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს