გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ბრიუსელში, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებთან შესახვედრად მიემგზავრებიან

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, მისი პარტიის წარმომადგენლები შემდეგ კვირაში ბრიუსელში, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებთან შესახვედრად მიემგზავრებიან, რათა „იყოს მხარდაჭერა ევროკავშირში განაცხადის და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, შემდგომში კი სრულ ინტეგრაციაზე“.

ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანას ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის შესაძლებლობა აქვს და მნიშვნელოვანია, თითოეულმა პოლიტიკოსმა თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს.

„ახლა ჩვენს ქვეყანას აქვს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის ისეთი შესაძლებლობა, რომელიც არ ჰქონია ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ამ შანსის განიავების შემთხვევაში კიდევ რამდენი ათწლეული აღარ იქნება ასეთი შესაძლებლობა, არავინ იცის. ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში და ვინ წარმოადგენს ოპოზიციას - დღეს მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და ყველა ერთად დავდგეთ, ვინაიდან წყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ხოჯევანიშვილის თქმით, მისი გუნდი მზადაა, ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლოს როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე ევროპელ პარტნიორებთან.

„მოგწონთ, თუ არ მოგწონთ, ჩვენ მაინც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაზე აქტიურად ვემუშაოთ საქართველოს მხარდამჭერებს", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში დასრულდეს ყველა ის პროცესი, რომელიც რაიმე ფორმით დღის წესრიგიდან აქრობს ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელ უმთავრეს საკითხს.

„დღეს, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი უნდობლობაა პოლიტიკური პროცესების მიმართ. დღეს რა პროცესებთან დაკავშირებითაც არ უნდა მოუწიოს ქვეყანას პოზიციონირება „ოცნებას“ აქვს მხოლოდ ერთი გეგმა - ეს ყველაფერი დაიყვანოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებამდე და ზუსტად ანალოგიური სცენარით მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობაც“ - მთავარია „ოცნებას“ დაუპირისპირდეს. ეს კი უბრალოდ სირცხვილია და ხალხი დაღლილია მსგავსი გაუთავებელი კინკლაობის ყურებით. ამიტომ ის მაღალი პოლარიზაციის ხარისხი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, უნდა დასრულდეს“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს