სემეკს, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სემეკის ცნობით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა.

როგორც სემეკში აღნიშნავენ, სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ბავშვების ინფორმირებულობის უზრუნველყოფას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, გარემოსდაცვით და კლიმატის გამოწვევების საკითხებზე.

„მხარეთა თანამშრომლობის მიზანია სკოლებსა და ახალგაზრდათა ორგანიზაციებში გარემოსდაცვითი პრინციპების დანერგვის წახალისება, ბუნებრივი რესურსების ეკონომიური მოხმარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, გარემოსა და კლიმატის შესახებ ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა.

თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განახორციელონ ღონისძიებები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, გარემოსდაცვით და კლიმატის გამოწვევების საკითხებზე. თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ერთობლივი შეხვედრების, სემინარებისა და სიმპოზიუმების გამართვა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა