მარიამ ქვრივიშვილი - მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულში საუდის არაბეთიდან  უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დღეს საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილმა და ამერ ომარ ამერმა შეხვედრაზე მოახლოებული ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილიც დაესწრო.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა ტურისტებისთვის, რაც განაპირობებს ვიზიტორების ზრდას წლიდან წლამდე. ამასთან, ორივე მხარის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს საუდის არაბეთის ძალიან ბევრი მოქალაქე ესტუმრება, რომლებიც მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან.

„მოლოდინი გაქვს, რომ ამ ქვეყნიდან იქნება უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი წლევანდელ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რომლებიც ოპერირებენ, ან ოპერირებას დაიწყებენ საქართველოში და ჯამში ზაფხული სეზონზე საუდის არაბეთიდან ველოდებით კვირაში 54 ავიარეისს თბილისის და ბათუმის მიმართულებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გარდა ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოსი, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ოთხსეზონურობით, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ოჯახური დასვენებისთვის და სწორედ ამიტომ წლიდან წლამდე იზრდება საქართველოში ტურიზმის დინამიკა.

მისივე თქმით, საუდის არაბეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანა, საიდანაც შემოსული ვიზიტორები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს