ნიკა გვარამია - გვაქვს დოკუმენტი, რომელზე შეთანხმების მიღწევის გარეშე სააკაშვილი ,,ვივამედში” გადაყვანის აზრს ვერ ხედავს - თუ სიმპტომები მოუხსნეს და უკან გადმოიყვანეს სამ დღეში, თანხმობას არ განვაცხადებთ

გვაქვს დოკუმენტი, რომელზე შეთანხმების მიღწევის გარეშე მიხეილ სააკაშვილი ,,ვივამედში” გადაყვანის აზრს ვერ ხედავს. თუ ამწუთიერი სიმპტომები მოუხსნეს და უკან გადმოიყვანეს სამ დღეში, ამაზე თანხმობას არ განვაცხადებთ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამის დოკუმენტს პენიტენციურ დაწესებულებაში დილიდანვე შეიტანენ და ,,რაც უფრო სწრაფად იქნება პასუხი, მით უფრო სწრაფად იქნება სააკაშვილი "ვივამედში"”.

,,სააკაშვილი ,,ვივამედში” მკურნალობაზეც არის თანახმა, ოღონდ მკურნალობის მიზანი არის არა სიმპტომების მოხსნა, ან პირველადი დახმარება, არამედ გამოჯანმრთელება. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომელზე შეთანხმების მიღწევის გარეშე მიხეილ სააკაშვილი ,,ვივამედში” გადაყვანის აზრს ვერ ხედავს. მხოლოდ გადასხმები და სიმპტომების მოხსნა არ არის მკურნალობის მიზანი, თუ ამ წუთიერი სიმპტომები მოუხსნეს და უკან გადმოიყვანეს სამ დღეში, ამაზე თანხმობას არ განვაცხადებთ.

ჩვენ ამ დოკუმენტს ხვალ დილიდანვე შევიტანთ და ვნახოთ რა პასუხი იქნება, რაც უფრო სწრაფად იქნება პასუხი, მით უფრო სწრაფად იქნება სააკაშვილი "ვივამედში"”, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს