ანონსი  11 მაისი

11 მაისს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 მაისს, 10:30 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

11 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ სახალხო დაცველის აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ (PFP) პრეზენტაციას თემაზე: „პენიტენციურ სისტემაში COVID-19 პანდემიის გავლენა პატიმრების და პერსონალის ჯანმრთელობის და სხვა სახის უფლებრივ მდგომარეობაზე“ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის. მერაბ კოსტავას ქ.14

11 მაისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ე.წ. ხელისუფლების ცვლილება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 მაისს, 11:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების ხელმძღვანელები პოლონეთის საელჩოში პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ელჩის პირველი მოადგილეს, მარიუშ პიეტზაკს შეხვდებიან.

თემა: მესამე პრეზიდენტის უცხოეთში გადაიყვანა.

საკონტაქტო: მანანა ანდღულაძე - 599 02 43 23

11 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრეზენტაციას და დისკუსიას გამართავს.

თემა: საზოგადოების განწყობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რუსეთის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა და სხვა.

შეხვედრის სპიკრები არიან: პაატა გაფრინდაშვილი - GRASS, თამარ კინწურაშვილი - MDF, დავით სიჭინავა - CRRC, თამარ წულეისკირი - ნატოს საინფორმაციო ცენტრი, მიშა ბენიძე - Zinc Network-ი. ღონისძიებას დაესწრება USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში.

საკონტრაქტო: ნინო თოფურიძე: 599 46 89 99

11 მაისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

11 მაისს, 12:00 საათზე, „ლელოს“ საპარლამენტო გუნდი პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან, ჯანდაცვის ახალი მინისტრის პარლამენტში მისვლის და მინისტრის საათის შესახებ ბრიფინგს გამართავს და ორ მთავარ საკითხს გააჟღერებს.

11 მაისს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ბათუმში ბრიფინგს გამართავს.

მის: ბათუმი, კლდიაშვილის 10. („დროას“ ოფისი)

11 მაისს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის სხვა ლიდერები, ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატორებთან ვიზიტის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავენ, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.29, სასტუმრო „ბილტმორი“

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

11 მაისს, 12:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, პარტიის ლიდერები: გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი და გიორგი კანდელაკი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ვინიკოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავენ.

მის: ბარნოვის #40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 5 97 04 06 08.

11 მაისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

11 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია“ ოფიციალურად გაიხსნება და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და EMORY-ის უნივერსიტეტის ერთობლივი, საგრანტო პროგრამის - „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“ - შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

მის: გუდამაყრის ქ. 4, 1-ლი საუნივერსიტეტო კლინიკის მიმდებარე ტერიტორია („კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა", კენ ვოლკერის ბიბლიოთეკა, სართ. 6)

საკონტაქტო: ნინი ზარდიაშვილი - 593 51 55 32

11 მაისს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება.

მის: გულუას ქუჩა N10

11 მაისს, 14:00 საათზე, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მკურნალობის ხელმისაწვდომობის მოთხოვნით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.

მის: აკაკი წერეთლის გამზ #144

საკონტაქტო: 577 24 40 85

11 მაისს, 15:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებლები ელენე ხოშტარია, ნინო გოგუაძე, აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნათია ლეთოდიანი ბათუმის ოფისს ოფიციალურად გახსნიან.

მის: ბათუმი, კლდიაშვილის 10.

11 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ბიზნესასოციაციაში, ასოციაციასა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის.: ლეონიძის ქ. 2

11 მაისს, 16:50 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი, საქართველო-ამერიკის 30-წლიანი პარტნიორობის აღნიშვნის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ამერიკის სავაჭრო პალატის ერთობლივი ინიციატივის გახსნით ღონისძიებას დაესწრება.

ღონისძიებას დაესწრებიან და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ამერიკის საელჩოსა და USAID საქართველოს და მისი პროგრამის დელეგაციის წარმომადგენლები, ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

11 მაისს,17:00 საათზე, სასტუმრო „სტამბის“ საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექცია „მემკვიდრეობა და განახლება-ბაუჰაუსი და საერთაშორისო სტილი თელ-ავივში“ გაიმართება, რომელსაც თელ-ავივის ბაუჰაუზის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მიხა გროსი წაიკითხავს.

11 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, კამპანიის „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

თემა: ქალთა ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და სკრინინგის ჩატარების აუცილებლობა.

მის: თავისუფლების 2

11 მაისს, 20:00 საათზე, პარტია „დროას“ ორგანიზებით, უკრაინის მხარდამჭერი აქცია/პერფორმანსი გაიმართება, სადაც ზღვის სანაპიროზე შეკრებილი უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ომში გარდაცვლილთა პატივის მისაგებად ცაში ფრანებს გაუშვებენ.

მის: ბათუმი, სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარე სანაპირო ზოლი.

საკონტაქტო: ნათია ლეთოდიანი - 591 00 77 99

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს