ბადრი ჯაფარიძე - უზარმაზარი საფრთხე გვაქვს "ქართული ოცნების", მისი თავმჯდომარისა და დამფუძნებლის სახით, რომელთაც შეუძლიათ წარმოსახვაში შექმნან მტრები და ებრძოლონ

უზარმაზარი საფრთხე გვაქვს მმართველი ძალის, მისი თავმჯდომარისა და დამფუძნებლის სახით, რომელთაც შეუძლიათ წარმოსახვაში შექმნან მტრები და ებრძოლონ - ასე შეაფასა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება, რომელიც არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, ივანიშვილის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაყოვნოს, „კოორდინაციის შედეგი“ იყოს.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება „ბოდვის მსგავსია“.

„უბედურება, რომ გვჭირს, ეს ხომ ფაქტია, რადგან დღეს ხელისუფლებაში გვყავს მმართველი ძალა, რომლის თავმჯდომარემაც შეიძლება ასეთი ბოდვის მსგავსი განცხადება გააკეთოს. მე ძალიან დავიძაბე მაშინაც, როდესაც მან განცხადება გააკეთა გადატრიალებასთან დაკავშირებით. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, შემეშინდა, ფსიქოლოგის ჩარევის აუცილებლობა დავინახე, რადგან ძალიან საშიშია.

ეს ახასიათებს ივანიშვილსაც, იმიტომ განახორციელა ჩვენზე თავდასხმა. წარმოსახვაში შექმნის რაღაც საფრთხეს, მტრებს წარმოსახვაში ჩამოაყალიბებს. რასაც ვხედავთ კობახიძის განცხადებაში, ეს არის ტიპიური ივანიშვილის აზროვნება, - წარმოსახვაში შექმნა მტრები, შემდეგ ამაზე ააგო კონსპირაციის თეორია, შეთქმულება. იმიტომ ვართ ამხელა განსაცდელის წინაშე, როგორც ქვეყანა, რომ დღეს ასეთი მმართველი პარტიის პირობებში გვიწევს საქმიანობა. ქვეყანას მართლაც ისტორიული შანსი აქვს და გარდა იმ საფრთხეებისა, რომელიც ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლისგან გვაქვს, შიგნით უზარმაზარი საფრთხე გვაქვს ასეთი მმართველი ძალის, მისი თავმჯდომარის და დამფუძნებლის სახით, რომელთაც შეუძლიათ წარმოსახვაში შექმნან მტრები, ებრძოლონ მათ და ამ ბრძოლას ქვეყნის ინტერესები გადააყოლონ.

თუ ჩვენ დაგვიყადაღეს ანგარიშები ყოვლად უსინდისოდ, სამი წლის განმავლობაში, ახლა 20 დღე მოითმინოს ივანიშვილმა, რომ არ გადაურიცხონ თანხა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი