სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხები ახლებურად დარეგულირდება

სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხების ახლებურად დარეგულირებას ისახავს მიზნად „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებათა პროექტი, რომელზეც პარლამენტმა მეორე მოსმენით იმსჯელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, კანონპროექტის მიხედვით სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს სტატუსის შეჩერების უფლება ექნება, უცხო ქვეყანაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას. სტუდენტის სტატუსის შეჩერება აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე შესაძლებელი იქნება ასევე, იმ ადმინისტრაციული ორგანოსაგან, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი. სტუდენტს მობილობით სარგებლობის უფლება ექნება საგამონაკლისო შემთხვევაში - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ განმარტებები გააკეთა პარლამენტის წევრმა, ეკა სეფაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ცვლილებები შესაძლებლობას იძლევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შენარჩუნდეს კვალიფიციური პერსონალით დაგეგმარების უწყვეტობა, ასევე, მოხდება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის ოპტიმიზაცია. პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით 81 ხმით მიიღო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა