გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 მაისს, 12:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. მცხეთაში გიორგობიანის, არმაზის, აღმაშენებლის ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, არმაზი, ხეკორძი, ნიჩბისი, ძველი ქანდა, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიაზე.

12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ალაჭანი, ხოფცა, საკრეჭიო, ვერხველი, წიკვლიაანთკარი, კახოიანები, ჯერვალიძეები, 13:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა, ბალებისხევი, კვერნაულა, ევჟენტი, ბოკონი, ქვემო კვერნაულა, ვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო