„თიბისი“ კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

„თიბისი“ კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა.

„სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი დინამიკა საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულებაზე არ მიუთითებს და უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარება კვლავ გრძელდება.

ამავდროულად, საბაზო სცენარის შემუშავების მხრივ, კვლავ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები, „თიბისი“ კაპიტალის წინა - 5.5%-იან პროგნოზთან შედარებით, ზრდის უფრო მაღალ ტემპზე მიუთითებს.

ინფლაცია კვლავ გამოწვევად რჩება და წლის ბოლოს მოლოდინი დაახლოებით 9.5%-ს შეადგენს. ამასთან, მომდევნო კვარტლებში ყოველთვიური ინფლაციის სამიზნესთან ახლოს ნორმალიზებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, მართალია არაა გამორიცხული მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება, თუმცა, თიბისი კაპიტალის სცენარით, მისი იმავე დონეზე შენარჩუნების ალბათობა შედარებით უფრო მაღალია.

განახლებულ მაკრო მიმოხილვაში კვლავ შენარჩუნებულია დიდწილად ნეიტრალური შეფასება ლარის კურსის მიმართ. არგუმენტების მხრივ, აღსანიშნავია, ძირითადად მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, ტურიზმის აღდგენა, ისევე როგორც, მთლიანობაში, საგარეო ბალანსის გაუმჯობესება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. ამავდროულად, ლარის საშუალო კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში, მის ან იმავე ან მხოლოდ მცირედით უფრო სუსტ საპროგნოზო მაჩვენებელზე მიანიშნებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს