„თიბისი დაზღვევამ“ ჯანმრთელობის დაზღვევას ახალი მიმართულება დაამატა

„თიბისი დაზღვევამ“ ჯანმრთელობის დაზღვევას ახალი დაფარვა - მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის დაამატა. სიახლე დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მომსახურება.

„თიბისის“ ინფორმაციით, მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც „თიბისი დაზღვევამ“ გააჩინა. კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე და ახალი სტანდარტების დანერგვით, მთლიანად ცვლის სადაზღვევო ინდუსტრიას.

„პანდემიამ და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასეთ გარემოში რთულია შეინარჩუნო ემოციური სტაბილურობა და განაგრძო სრულფასოვნად ცხოვრება. ჩვენ გვჯერა, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჯანმრთელობის დაზღვევას დავამატოთ მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა, რითიც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, იზრუნოს საკუთარ ემოციურ სტაბილურობაზე“, - განაცხადა „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორმა პაატა ღაძაძემ.

„თიბისი დაზღვევამ“ ბაზარზე შესვლის დღიდან ახალი სტანდარტების დანერგვა დაიწყო. კომპანიამ შექმნა ყველა ის პროცესი და ეკოსისტემა, რომელმაც დაზღვევა უფრო სწრაფი, მარტივი და ციფრული გახადა.

„თიბისი დაზღვევამ“ ჯანმრთელობის დაზღვევა 3 წლის წინ ჩაუშვა - დღეს კი, მომხმარებელს საუკეთესო სერვისს სთავაზობს. „თიბისი დაზღვევა“ ჯანმრთელობის მიმართულებით თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ამერიკის საელჩო, ისრაელის საელჩო, წითელი ჯვარი, ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF), სამსუნგი, კნაუფი, ალტა, მეიჯერელი და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიები.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში „ერისიონი“ ახალი პროგრამით წარდგება
IF Design-ის 2022 წლის ღონისძიებაზე ჰიუნდაიმ 9 ჯილდო მოიპოვა
რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?
ვებსტერის უნივერსიტეტსა და თიბისის შორის მემორანდუმი გაფორმდა
ლიბერთი ბანკი - დიდი პასუხისმგებლობა და პატივია უნიკალური ინფრასტრუქტურით მოვემსახუროთ სოციალური გასაცემლების მიმღებ პირებს