„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, დღეს, 20:00 საათზე, „Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს“ გამართავს.
ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
„არ გამოტოვოთ ღონისძიება, სადაც სპიკერები მიმდინარე საინტერესო პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და სიახლეებზე მოგიყვებიან.
ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში შეძლებთ: https://bit.ly/3vB7y2a
Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს. ღონისძიების სპიკერები „საქართველოს ბანკის“ გუნდის წევრები იქნებიან. ისინი ისეთ თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა: „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის მომავალი; გადახდების მართვის მეთოდი ბიზნესისთვის; ბიზნესისთვის საჭირო სერვისები; ყიდვის ახალი გამოცდილება; ქართული ენის ტრანსფორმაცია; სწრაფი და მოქნილი პლატფორმა ციფრული პროდუქტებისთვის და სხვა.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3w2IGzh“,- ნათქვამია ინფორმაციაში.