აჭარის პოპულარიზაციის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ემირატებში წამყვანი ტურისტული სააგენტოების, მედიასაშუალებების, სარეკლამო კომპანიების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლებს ხვდება. მათ შორის განსაკუთებით მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ავიაკომპანიების Air Arabia-სა და Fly Dubai-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საუბრისას აღნიშნეს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ემირატებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება.

მათივე ცნობით, ავიაკომპანიებთან შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.

„საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის “ATM”-ს ფარგლებში მიმდინარეობს, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რაზეც სტენდთან ვიზიტორთა და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანით დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიათა მზარდი რაოდენობა მეტყველებს.

დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის კუთხით ერთი-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც ტურიზმის სფეროს ძირითადი მოთამაშეები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მედიისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს 112 ტურისტული მიმართულებიდან მონაწილეობს. წელს, გამოფენას 20, 000 -მდე ვიზიტორი სტუმრობს. ის 9 მაისს გაიხსნა და 12 მაისს დაიხურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო