სახალხო დამცველის მოადგილე - რამდენადაც ვიცი, პატიმრობამისჯილი პირის მიმართ თავდებობასთან დაკავშირებით იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს

მე რამდენადაც ვიცი, პატიმრობამისჯილი პირის მიმართ თავდებობასთან დაკავშირებით იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მხრიდან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავდებობასთან დაკავშირებით ინიციატივას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება თავდებობას, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამის შესაძლებლობას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. მე რამდენადაც ვიცი, მისჯილი პატიმრის მიმართ თავდებობასთან დაკავშირებით იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, "ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდება და სასამართლოს წინაშე წარდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა