მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილის საქმის მოსამართლე მოისურვებს მისი, როგორც ექსპერტის გამოკითხვას სასამართლო სხდომაზე, მზად არის შეკითხვებს უპასუხოს

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი მესამე პრეზიდენტის საქმის მოსამართლე მოისურვებს მისი, როგორც ექსპერტის გამოკითხვას სასამართლო სხდომაზე, მზად არის შეკითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.

„სასამართლოში გამოვიკითხები თუ არა, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, მზად ვარ, რა შეკითხვებიც ექნება მოსამართლეს ვუპასუხო.

მოგეხსნებათ, რომ პენიტენციური სამსახური ჯიუტად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, პაციენტის უფლების შესახებ კანონის 45-ე მუხლს, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომლის მიხედვით, ბრალდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად ჩაიტაროს ექსპერტიზა. 30-დეკემბრიდან მოყოლებული მათი პასუხი ჩვენ არ მიგვიღია. უკვე რამდენიმე დღეა ახალი წერილით მივმართეთ და საქმის კურსში ჩავაყენეთ იუსტიციის მინისტრი, ბატონი ბრეგაძეც, თუმცა პასუხი კვლავ არ მიგვიღია. მივედით [ციხეში], რადგანაც პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია უფლება-მოსილება, რომ ექსპერტიზის უფლება შეზღუდოს, თუმცა ჩვენ პაციენტის სანახავად არ შეგვიშვეს. ეს სარის საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა. რეაგირებისთვის მივმართეთ პრეზიდენტს, პარლამენტს და ასევე სახალხო დამცველს“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს