სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მეშვიდე კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მეშვიდე კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა დაშვედეთის მთავრობას აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და აზერბაიჯანის იმ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომელთაც ცირკულარული ბიზნესების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ, ცირკულარული ეკონომიკის მე-7 კონფერენცია გაიმართა, სადაც საწარმოებს მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო განვითარების გეგმებში ცირკულარობის პრინციპებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაეწიათ.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი ცირკულარული ბიზნესმოდელებისა და პროექტების განსაზღვრა, რომლებიც ინვესტიციებისათვის მიმზიდველია, ამასთან შესაბამისობაშია განვითარების გრძელვადიან ხედვასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიასთან“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად დაინტერესებულ მხარეთა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო. ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა, ბიზნესსექტორმა, გამომგონებლებმა, აკადემიურმა სფერომ, ინვესტორებმა და მომხმარებლებმა ამ პროცესში მკაფიო როლი უნდა ითამაშონ და მას ხელი უნდა შეუწყონ.

„მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების და ამ სისტემის ეფექტიანი დანერგვის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

კონფერენცია ორგანიზებული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა