რე|ბანკი Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერია

Animal Project-ის ორგანიზებით, 8 მაისს თბილისში, ორბელიანის მოედანზე, მიუსაფარი ცხოველებისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის მხარდამჭერი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რე|ბანკი იყო.

Animal Project-ის ინიციატივით, მიუსაფარი ცხოველებისთვის ღონისძიება უკვე მეორე წელია აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში შედგა Animal Project-ის წლიური ანგარიშის წარდგენა, მოეწყო მეტისი ძაღლების კონკურსი, გასაჩუქებელი ლეკვების სივრცე, კუთხე დონაციისთვის და სხვა აქტივობები.

„რე|ბანკში მუდამ ვცდილობთ, გამოვიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად დავუდგეთ გვერდში მსგავს ინიციატივებს. მიუსაფარ ცხოველთა საკითხი ძალიან აქტუალურია და გვიხარია, რომ Animal Project-მა მოგვცა საშუალება ჩვენი მცირე წვლილი შეგვეტანა ამ ღონისძიების ჩატარებაში“, - განაცხადა რე|ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ.

აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთია იმ ურბანული პროექტების სიიდან, რომლებსაც რე|ბანკი აფინანსებს. მათ შორის არის თბილისი მურალ ფესტი, რომლის ფარგლებშიც ქალაქის დიდი კედლები მოიხატა საერთაშორისო და ადგილობრივი სტრიტ არტისტების მიერ; ასევე პროექტი „კინო მზიურში,“ რომელიც მიზნად ისახავს 24 კინოჩვენების გამართვას ღია ცისქვეშ, სადაც ნაჩვენები იქნება ქართული ფილმები და დასწრება ყველასთვის იქნება თავისუფალი; რე|ბანკი „პაშა ბანკის“ საცალო მიმართულების ქვე-ბრენდია, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ საბანკო სივრცეში და მომხმარებელს ძირითად საბანკო პროდუქტებთან ერთად სთავაზობს შოპინგ ბარათს ტოპ|ქარდი.

ტოპ|ქარდის შესახებ ინფორმაციის ნახვა და მისი შეკვეთა შესაძლებელია ვებგვერდზე https://rbnk.ge/3MSMA4L.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო