საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბიძინა სონღულაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ბიძინა სონღულაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 70 წლის იუბილეს.

თქვენი ნაყოფიერი და უანგარო მოღვაწეობა ქვეყნის საკეთილდღეოდ არ შემოიფარგლება რომელიმე ვიწრო კონკრეტულ სფეროში საქმიანობით და შესანიშნავი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისათვის. წარმატებული, ნაყოფიერი მოღვაწეობის დადასტურებაა მრავალი ჯილდო, აგრეთვე უდიდესი პატივისცემა და სიყვარული, რომელიც თქვენს მიმართ გააჩნია, როგორც მრავალრიცხოვან კოლეგებსა და მეგობრებს, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას, რადგან თქვენ საქმიანობა დაიწყეთ უნივერსიტეტში და შემდგომ მთელი თქვენი მოღვაწეობის მანძილზე დგახართ უნივერსიტეტის გვერდით, როგორც მისი დიდი გულშემატკივარი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო