13-15 მაისს ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას EXPO BATUMI TRAVEL 2022 მასპინძლობს

13-15 მაისს ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას EXPO BATUMI TRAVEL 2022 მასპინძლობს.

რიგით მე - 13 ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ საერთაშორისო გამოფენაზე 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „EXPO BATUMI TRAVEL 2022“ წარმოდგენილები იქნებიან : ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, სპა ცენტრები, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, გასართობი დაწესებულებები, ტურ-ოპერატორები, საკურორტო ზონის მუნიციპალიტეტები და სადაზღვევო კომპანიები.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, გამოფენაზე კომპანიებს საშუალება ექნებათ დამთვალიერებლებს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება შესთავაზონ.

„გამოფენის მიზანია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება.

„EXPO BATUMI TRAVEL 2022“-ზე გამოფენის ორგანიზატორია კომპანია „Geonet Expo”. გამოფენის მხარდამჭერია: აჭარის ა/რ მთავრობა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაცია (TURSAB) აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის ა.რ. ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, აჭარის ა/რ გიდების ასოციაცია, ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG ) საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები“,-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა