SEU-ს სტუდენტებთან საპენსიო სააგენტოს საჯარო ლექცია ჩატარდა

საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) ერთობლივი ინიციატივით, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრის თემა, „საპენსიო სქემა და ინვესტიციები“ იყო.

ლექსიაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ საპენსიო სქემის მნიშვნელობასა და ადმინისტრირების შესახებ ისაუბრა, ასევე სტუდენტებს საპენსიო სქემის შედეგები გაუზიარა, მონაწილეების უფლებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საპენსიო სააგენტოს განახლებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

„შეხვედრაზე, საინვესტიციო პროცესებზე ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ. მან მიმოიხილა სამომვალო გეგმები, დაბალ, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელების შესახებ დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა და პოზიციების დაკავების სტრატეგიები გააცნო.

შეხვედრის მეორე ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, საპენსიო სააგენტოს წამომადგენლებმა ყველა კითხვას დეტალურად უპასუხეს.

მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდების ინფორმირებულობას ეძღვნება. საპენსიო სააგენტო, რეგულარულად ახორციელებს სტუდენტებთან შეხვედრებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და ცდილობს მაქსიმალურად ვრცლად და ამომწურავად მიაწოდოს მათ ინფორმაცია საპენსიო სქემის, ინვესტიციის პროცესების და სქემის ადმინისტრირების შესახებ. საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები მომავალშიც დაიგეგმება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს