ლევან იოსელიანი - იმედია, მმართველ გუნდს ეყოფა ჭკუა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაესხმება თავს

იმედია, მმართველ გუნდს ეყოფა ჭკუა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაესხმება თავს,- ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომელმაც განაცხადა, რომ შვეიცარიული ბანკიდან ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხება კითხვებს აჩენს და ამაში გარკვეულ კოორდინაციას ხედავენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა შვეიცარიული ბანკიდან ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვაში შეფერხებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციას, აღნიშნა, რომ ის მოერიდებოდა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის დადანაშაულებას.

“მე მოვერიდებოდი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დადანაშაულებას იმგვარ ქმედებაში, რომელიც ქვეყნისთვის შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის და ზიანის მომტანი. ბოლო 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები იყოს გარანტი ამ ქვეყანაში, უსაფრთხოების და დემოკრატიული პროცესების წინსვლის. ასეთ განცხადებებს არ ვიზიარებ”, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდება.

“ყველა ინფორმაცია, რაც ბიძინა ივანიშვილზე გავრცელდა, ის გავრცელდა მისი წყაროების მეშვეობით. თვითონ მას უნდოდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება და შემდეგ პოლიტიკური კომენტარების არსებობა. მე განსხვავდები იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ასე მარტივად ფიქრობენ, რომ ხვალ და ზეგ ვიღაცას სანქციებს დაადებენ. ეს ასე არ მომხდარა და ვიცი, რომ ასე მარტივად არ ხდება. შესაბამისად, ყალბ მოლოდინებს სანქციებთან დაკავშირებით არ შევიქმნი”,- განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა