ილია დარჩიაშვილი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა წლების განმავლობაში საქართველოს აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოს მხრიდან უშუალოდ კოალიციის საქმიანობაში ჩართულობასა და მხარდაჭერაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროპის კონტინენტსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ტერორიზმსა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედებებზე ტერორიზმის საფრთხეების პრევენციის მიმართულებით, მათ შორის სახელწმიფოს მიერ 2022-2026 წწ კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზე, რომელიც მრავალმხრივი ჩართულობით იქნა შემუშავებული; ასევე ტერორიზმის წინაღმდეგ ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სტრუქტურების ეფექტიან საქმიანობაზე.

„მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ადგილზე არსებულ ვითარებაზე, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევას, მათ შორის ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის გამო.

მინისტრიალზე სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა პარტნიორებთან კოორდინაციით მომავალშიც შეიტანოს საკუთარი წვლილი მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში”,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა